უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 აპრილი, 2017 16:45
font-size

სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის სახელით ინიციატივები ატარებს საფრთხეს - კოალიცია

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა სათანადოდ დაცული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია.

,,საგულისხმოა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად გარკვეული სანქციების შემოღების ინიციატივა ასევე განიხილებოდა მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებში, რამაც პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას ჰქონდეს თავისუფალი შესაძლებლობა საჯარო დისკუსიები წარმართოს მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის სახელით წარმოდგენილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ შესაძლებლობის შეზღუდვას, ატარებს ხელშესახებ და რეალურ საფრთხეს იძულებით დუმილში ამყოფოს საზოგადოების კრიტიკული ნაწილი, რითაც არათუ გადაიჭრას, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს დღეს არსებული პრობლემები.

კოალიციას არაერთხელ დაუფიქსირებია მკვეთრი პოზიცია სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სისტემური ხარვეზების შესახებ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი წლებია კომპლექსური პრობლემებით ხასიათდება და ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა ობიექტურად შერჩევას მათი კომპეტენციის და კეთილსინდისიერების საფუძველზე, ამ ეტაპზე მიმდინარე კონკურსიც გამჭვირვალობის დაბალი ხარისხით ხასიათდება, ხოლო კონკურსში მონაწილე კანდიდატისთვის უცნობია რა ვადითა და პროცედურით მოხდება მათი თანამდებობაზე დანიშვნა. ამასთან, არ არსებობს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების გამართული მექანიზმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებს, რომელთა გასაჩივრების მექანიზმიც ასევე ხშირ შემთხვევაში არ არსებობს. გამოწვევად რჩება ისიც, რომ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა არ არის საკმარისად დაცული სისტემის შიგნიდან მომდინარე ზეწოლისგან და თანამდებობის პირების არასათანადო ზეგავლენისგან, არსებობს დასაბუთებული ეჭვები პოლიტიკური გავლენების არსებობაზე ზოგიერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, და სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრების დეფიციტთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, დაუშვებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი დისკუსიისთვის რაიმე კუთხით ხელის შეშლა მათ შორის, კონკრეტული მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებთან დაკავშირებით და ამით სისტემაში არსებული პრობლემების გამოაშკარავების, და შესაბამისად - გადაწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვა.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას და ამაღლებას ხელს შეუწყობს არა კრიტიკის ხელოვნური ან რეპრესიული მექანიზმებით გაჩუმება, არამედ სისტემურ პრობლემებზე დროული რეაგირება და სასამართლო სისტემაში გამართული რეფორმის გატარება.

მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არა სასამართლოს პრივილეგია, არამედ მის მიმართ არსებული მოლოდინი და მისივე ვალდებულებაა. სასამართლოს საჯარო კრიტიკა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.

სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც, პირველ რიგში, სწორედ სასამართლო უნდა წარმოადგენდეს გამოხატვის თავისუფლების დაცვის უმთავრეს გარანტს, მიუღებელია ის მოწოდებული იყოს შეზღუდოს მართლმსაჯულების სისტემის კრიტიკა, მნიშვნელოვანი მოვლენების საჯარო განხილვა და შეფასება, საზოგადოებრივი ინტერესის საგანთან დაკავშირებული ღია მსჯელობა. ამგვარი შეზღუდვა საფრთხეს უქმნის თავისუფალი საზოგადოების არსებობას და ახლავს რისკი გამოიწვიოს სასამართლოს თვითიზოლაცია.

ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის ადეკვატური და აუცილებელი დაცვა. მნიშვნელოვანია რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა (სისხლის სამართლის კოდექსი, „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონი) მთელ რიგ გარანტიებს ითვალისწინებს მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად. ამასთან, მოსამართლეს ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს სარჩელი მის მიმართ გამოთქმული ცილისწამების თაობაზე და დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის ზემოთ მოყვანილი კანონების ნაწილი შეიცავს ხარვეზებს და საჭიროებს დახვეწას, განსაკუთრებით განჭვრეტადობის კუთხით, შეიძლება ითქვას რომ აუცილებელი მექანიზმები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დასაცავად დღევანდელი კანონმდებლობით უკვე არსებობს.

ამის გარდა, საზოგადოებაში სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სასამართლო პროაქტიულ რეჟიმში საზოგადოებას აწვდიდეს დროულ და ამომწურავ ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რათა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დაუსაბუთებლად საზოგადოებრივი აზრის სასამართლოს წინააღმდეგ ფორმირება. ასევე, აქცენტი შეიძლება გაკეთდეს მედიის თვითრეგულირების სისტემის გაძლიერებაზე და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე, თუმცა ეს არ უნდა გულისხმობდეს რეპრესიული სანქციების გამოყენების დაშვებას.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სასამართლოს სისტემის მაღალი თანამდებობის პირები სისტემაში არსებული პრობლემების წამოწევას ცდილობდნენ და მათი გადაჭრის შესახებ თავიანთ ხედვას სთავაზობდნენ საზოგადოებას და არა იმგვარ ინიციატივებს, რომლებიც ამ პრობლემურ საკითხებზე თავისუფალი საჯარო დისკუსიების წარმართვას ხელშესახებ საფრთხეს უქმნის’’, - ნათაქვამია „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი