უკან
სამართალი
11 იანვარი, 2019 16:40
სასწრაფო დახმარების მძღოლს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ვაკეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ სასწრაფო დახმარების მძღოლს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ცოტა ხნის წინ იმსჯელა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილი ვაკეში ჯიხურს დაეჯახა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, საიდანაც ერთი გარდაიცვალა.
დაშავებულია თავად სასწრაფო დახმარების მძღოლიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.