უკან

საზოგადოება

25 იანვარი, 2018 11:25
font-size

სერბეთის პატრიარქს არ მიუღია ბიბილოვი ოფიციალურად, ფაქტობრივად შემთხვევითი შეხვედრით შემოიფარგლა - მამა კახაბერ გოგოტიშვილი

საქართველოს საპატრიარქომ სერბეთის საპატრიარქოს წერილი გაუგზავნა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით. ოფიციალური პასუხი საპატრიარქოს ამ დრომდე არ მიუღია.

მიუხედავად ამისა, სერბეთის საპატრიარქომ საბერძნეთში საქართველოს ელჩის მეშვეობით უპასუხა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ვიზიტი არაოფიციალური იყო და შემთხვევით ხასიათს ატარებდა.

როგორც საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ მამა კახაბერ გოგოტიშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარესთან, მაია გოიკოვიჩთან, რომელიც საპატრიარქოს ეწვევა. შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ ბიბილოვისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციის სერბეთში ვიზიტი იქნება.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში გვექნება ამ თემაზე საუბარი, რატომ ჩავიდა და როგორ ჩავიდა, მაგრამ რა საუბარი იქნება, ალბათ, შეხვედრის შემდეგ აჯობებს, ამაზე რომ ვილაპარაკოთ. საქართველოს ეკლესიას ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია სერბეთის ეკლესიისგან, მაგრამ მიიღო პასუხი ჩვენი ელჩის საშუალებით და ასევე ოფიციალური წერილიც მიიღო მან ამის შესახებ, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში და სერბეთის პატრიარქს არ მიუღია ბიბილოვი ოფიციალურად. ფაქტობრივად შემთხვევითი შეხვედრით, შეიძლება ასე ითქვას, შემოიფარგლა,“- განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეოს 12 იანვარს შეხვდა. შეხვედრა სერბეთის პატრიარქის რეზიდენციაში შედგა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი