უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 თებერვალი, 2019 10:20
font-size

შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის ნორმების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება

შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის ნორმების დარღვევისთვის ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლითაც გათვალისწინებულია სანქციები.

შესაბამისი ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, ასევე, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი და მზიდი კონსტრუქციები, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე.

კერძოდ, ინიციატივით განისაზღვრება, რომ შენობები, რომლებიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, სადაც კანონით დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, თბილისის ტერიტორიაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით, თვითმმართველ ქალაქში – 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში, ქალაქში – 500 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის დასახლებაში, დაბაში ან სოფელში – 200 ლარით.

უნდა აღინიშნოს, რომ მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა საკუთრების უფლების ხელყოფა არ მოხდეს და მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილებების მიზანს არ წარმოადგენს მესაკუთრის იძულება განახორციელოს დემონტაჟი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მითითება მისცეს, რომლითაც დარღვევის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შემოწმების აქტს შეადგენს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, მესაკუთრეს გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრება. ანუ, მესაკუთრეს საშუალება ეძლევა, არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ან დემონტაჟი მოახდინოს და ის მხოლოდ ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა

4 ნოემბერი, 2025 , 14:46

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე ნაკადის, 2025 წლის შემოდგომის მიღებაზე, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ახალ ნაკადზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. მისაღები გამოცდის

ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი

4 ნოემბერი, 2025 , 11:13

“სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა 1 დეკემბრამდე გრძელდება.  ეწვიეთ გამოფენას “ტრიუმფის 80 წელი”, სადაც შეძლებთ  იმოგზაუროთ სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში -

გამარჯვება და მედლები | ქართველი ახალგაზრდა ჯუდოკები ევროპის ჩემპიონატიდან

3 ნოემბერი, 2025 , 20:26

საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვმა 23-წლამდე ჯუდოკებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების წევრები ტურნირზე არაერთი მედლის მფლობელები გა

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად - STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი

3 ნოემბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტ

ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

3 ნოემბერი, 2025 , 14:48

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების შესაძლებლობების მხარდაჭერას და ხელოვნების სფეროში ახალი ტალანტების აღმოჩენას აგრძელებს.  ბანკი ფესტივალ „ნიკო მაღლივის“  პარტნიორია. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლ

საქართველოს ბანკის მობილბანკში მომენტალური გადარიცხვის სერვისი ხელმისაწვდომია

3 ნოემბერი, 2025 , 11:40

საქართველოს ბანკი - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლე