უკან

სამართალი

6 აპრილი, 2017 14:15
font-size

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. მოსმენების კანონზე 25 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ ბრიფინგი გამართეს და კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში, თბილისის ოფისში ე.წ. მოსმენების კანონზე 25 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს. პარტიის პოლიტიკური მდივნის, ნინო გოგუაძის განმარტებით ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არც ერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე.

,,ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები’’ ვუერთდებით კამპანია ,,ეს შენ გეხება’’-ს და როგორც მოქალაქეებს შეგვაქვს ინდივიდუალური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჩვენ ვასაჩივრებთ კანონს მოსმენების შესახებ. კანონს, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ ძალიან ნათლად თქვა, რომ არ შეიძლება მოსმენების ტექნიკური საშუალება იყოს ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში.

სამწუხაროდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ოცნებამ არ დააკმაყოფილა, არ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მოსმენების ტექნიკური საშუალება კვლავ სუს-ის დაქვემდებარებაშია.

სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან ხშირად სახელმწიფოს უსაფრთხოების სახელით მზად არის დაარღვიოს თითოეული ადამიანის უფლება და ღირსება. ეს არის საბჭოთა ტრადიცია და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ესმის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ იმით განსხვავდება საბჭოთა ტოტალიტარული ან ავტორიტარული სახელმწიფოსგან, რომ ადამიანი, მისი უფლება, ღირსება და პრინციპები დაცული უნდა იყოს არამარტო სხვა ადამიანისგან ან ადამიანთა ჯგუფისგან არამედ პირველ რიგში სახელმწიფოსგან.

ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება და ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთელი სამართლებრივი სისტემა ამით შეარყია. როგორ უნდა მოთხოვოთ რიგით მოქალაქეს დაიცვას კანონი, როდესაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვასაჩივრებთ ამ კანონს ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს თავისივე გადაწყვეტილებით, კონსტიტუციით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და ამ კანონს კვლავ ბათილად ცნობს, რადგან ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არცერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე’’, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი