უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
რეგიონები
შსს ჭიათურაში დაკავებული პირის ახლობლების პროტესტს ეხმაურება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ჭიათურაში დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობლების განცხადებებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 27 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ გიგაურს და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ვეფხვია შეყილაძეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ შემოვლაზე, წინააღმდეგობა გაუწიეს 1989 წელს დაბადებულმა ლ. მ.-მ, 1987 წელს დაბადებულმა ზ. ნ.-მ, 1997 წელს დაბადებულმა დ. გ.-მ, 1989 წელს დაბადებულმა გ. გ.-მ, 1974 წელს დაბადებულმა ბ. კ.-მ, 1978 წელს დაბადებულმა პ. კ.-მ და წარსულში არაერთგზის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა, 1988 წელს დაბადებულმა თ. გ.-მ, რომელმაც ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს.
დანაშაულში მხილებული თ. გ. შემთხვევის ადგილზევე იქნა დაკავებული სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც შეეხება მის თანხმლებ პირებს, ისინი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და მათ სახდელის სახით 100-დან 300 ლარამდე ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
თ.გ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
შემთხვევის ადგილის, დაზარალებულთა დაზიანებული ტანსაცმლისა და სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ მიხეილ გიგაურისა და იური ლომიძის, ასევე საქმეზე დაკითხული სხვა 11 მოწმის გამოკითხვებით, ადმინისტრაციულად დაკავებული დ.გ.-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მის მიერ წარმოდგენილი ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, ასევე დაზარალებულ მიხეილ გიგაურის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მოსამართლემ თ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2018 წლის 4 ივნისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყეს თ. გ.-ს ახლობლებმა, რომლებიც სამართალდამცველებს თ.გ.-ს და მისი თანმხლები პირების დაკავების დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას.
თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
ამ ეტაპზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით თ.გ.-ს ბრალეულობა დასტურდება. მის ბრალეულობაზე უკვე იმსჯელა სასამართლომაც პირველი წარდგენის სხდომაზე და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ბრალდებულის მიმართ შეკრებილი მტკიცებულებების საკმარისობას წინასასამართლო სხდომაზე და შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე შეაფასებს.
ბრალდებულის ახლობლების მოთხოვნები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და პროტესტის გამოხატვის ფორმა მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის მიმართ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვავლინეთ - სურსათის ეროვნული სააგენტო
16 თებერვალი, 2026 , 14:32
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2026 , 10:46
აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოვავლინეთ - სურსათის ეროვნული სააგენტო
13 თებერვალი, 2026 , 17:02
მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა
13 თებერვალი, 2026 , 10:57
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
10 თებერვალი, 2026 , 13:10
ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედში ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა
9 თებერვალი, 2026 , 16:01



