უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 თებერვალი, 2025 13:03
font-size

სიმღერა ოპერის წინ ან როგორ გავარჩიოთ ხელოვანი და ხულიგანი - 10 თებერვლის ქრონიკა

მწერალი როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გახსოვთ თენგიზ ჩანტლაძის ის სკეტჩი: „მილიციაში“ - ახალგაზრდებს რომ მიუყვანენ:

ოპერის წინ მღეროდნენ ღამით, როცა მშვიდობიან მოსახლეობას მშვიდად ეძინაო!..

და მილიციის განყოფილების უფროსიც შავ დღეს აყრით:

რატომ ხულიგნობთ, რატომ მღეროდით ოპერის წინ, თუ ვაჟკაცები ხართ, ოპერაში შესულიყავით და იქ გემღერათ, მაგრამ ეტყობა საოპერო სიმღერები არ გეხერხებათ, კამერული უფრო გეხერხებათ და აგერ მაქვს თქვენთვის კამერებიო.

ეს ჩანაწერი რამდენჯერაც უნდა ნახო, იმდენჯერ გეცინება, მითუმეტეს, როდესაც ყველაფერი კეთილად მთავრდება და მილიციის უფროსი იმ რიგით ჯამასპიშვილს შეაგდებინებს კამერაში, ეს ახალგაზრდები ვინც მოიყვანა:

მაგას ხელოვანი და ხულიგანი ვერ გაურჩევია, სიმღერა თუ ხულიგნობა ჰგონია, ცეკვა სულაც ბანდიტიზმი ეგონებაო!..

ისე მოხდებოდა, რომ:

პაატა ბურჭულაძესაც ოპერის წინ მოუწევს სიმღერა, რაკიღა ოპერაში არაფრისდიდებით არ უშვებენ.

და რა გაგვიკვირდეს:

თუ სიმღერას ხულიგნობად ჩაუთვლიან და ჩვენებური პოლიციის განყოფილებაშიც მიიყვანენ, სადაც თენგიზ ჩანტლაძის პერსონაჟის საპირისპირო სულისა და მორალის უფროსი დახვდება განრისხებული:

ოპერის წინ რომ მღერი, თუ ვაჟკაცი ხარ, ოპერაში შესულიყავი და იქ გემღერა, მაგრამ ეტყობა შენ საოპერო სიმღერა არ გეხერხება, კამერული უფრო გეხერხება და მაქვს შენთვის აგერ პირველი კამერაო.

და თუ ჩვენებური სასამართლოც ექვსთვიან სანატორიუმს გამოუწერს...

რაც თენგიზ ჩანტლაძისათვის ირონიისა და სარკაზმის საგანი გახლდათ, ამათთვის რეალობად გადაქცეულა:

სიმღერა ხულიგნობა ჰგონიათ და ცეკვა - ბანდიტიზმი!..

სხვაგვარად ანკი როგორ იქნებოდა:

როდესაც ასე გადაწვნია საპროტესტო მანიფესტაციებს სიმღერა და ცეკვა... ცეკვა და სიმღერა...

და მღერის, მღერის, მღერის პაატა ბურჭულაძე... ჯერ მაინც ოპერის წინ!“

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

29 სექტემბერი, 2025 , 19:49

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის  მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუ

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქცი

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ

29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. 30 სექტემბრის ჩათვლით, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, EXTRA-ზე შოპინგისას სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა

29 სექტემბერი, 2025 , 16:59

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტ

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - თსუ-თან სტუდენტებმა ბანერი გამოფინეს

29 სექტემბერი, 2025 , 16:28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტურმა მოძრაობა “თავისუფალი აუდიტორიის” წევრებმა ბანერი გადმოფინეს. ამით მათ სინდისის პატიმრებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. მთავარ ბანერზე, რომელიც პირველი კორპუსის შ

საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნებანკში გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო

29 სექტემბერი, 2025 , 16:20

მომხმარებელთა წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკსა და მობილბანკში 29 სექტემბრიდან გაორმაგებული გზავნილების აქცია იწყება. აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ გაანაღდოთ გზავნილი უფასოდ, საქა