უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 იანვარი, 2017 16:35
font-size

სოფო კილაძე ბავშვთა უფლებათა კომიტეტის სესიაზე მოხსენებით წარსდგა

25 იანვარს, ქალაქ ჟენევაში, ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 74-ე სესია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი მეოთხე პერიოდული ანგარიშის განხილვა მოეწყო, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა სოფო კილაძე, რომელმაც ახალ ინიციატივებზე და იმ გეგმებზე ისაუბრა, რაც ბავშვთა უფლებების შესახებ კანონპროექტის შემუშავებას უკავშირდება. მისი განცხადებით, კანონპროექტი იმ მიმართულებებს შეეხება, რომლებიც ბავშვის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის განსამტკიცებლადაა აუცილებელი. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ახალ ინიციატივასაც ისაუბრა, რომელიც საქართველოში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დახვეწას გულისხმობს.

„ამ მიმართულებით მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უკვე დაწყებული აქვს. განსაკუთრებული აქცენტი ამ რეფორმის ფარგლებში სწორედ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდება“- აღნიშნა სოფო კილაძემ. ბავშის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მომხსენებელმა იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელსაც ნარკოპოლიტიკის კუთხით ბავშვთა და მოზარდთა დასაცავად სახელმწიფო დგამს.

აღნიშნული სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ბავშვის უფლებათა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა; ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; ბავშვების ჯანდაცვა და განათლება; ბავშვზე ზრუნვის სისტემა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მდგომარეობა; ქუჩაში მცხოვრები და მომუშვე ბავშვები; არასრულწლოვნები პენიტენციურ დაწესებულებებში; ბავშვების მიმართ ძალადობაზე ახალი რეფერალური მექანიზმის ამოქმედება და სხვა.

ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრებმა კონვენციის იმპლემენტაციის მხრივ, საქართველოში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა კანონმდებლობის კუთხით მნიშვნელოვან წინსვლას. ასევე ცალკე აღინიშნა ის სფეროები, სადაც დამატებითი რეფორმების განხორციელების საჭიროება არსებობს.

საკვანძო სიტყვები:

გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

10 მაისი, 2024 , 17:23

"გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე", - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.  “მეორედ ჩამისაფრ

დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული - „სტუდია მონიტორი“

10 მაისი, 2024 , 12:55

დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები - ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

10 მაისი, 2024 , 10:51

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისში, 2 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესა

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისი, 2024 , 12:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დ

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო - შალვა პაპუაშვილი

9 მაისი, 2024 , 11:55

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი