უკან

საზოგადოება

11 ოქტომბერი, 2017 15:25
font-size

სოზარ სუბარი გადმოსვენებული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტები ამოცნობილია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 24 წლის შემდეგ კი, ჩვენი დროის გმირების ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები გადმოსვენებული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და ნეშტების გადაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სოზარ სუბარმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და აფხაზურ მხარეს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო. ამ ეტაპზე, კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება. მომდევნო შეხვედრა ქალაქ ერევანში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი