პოლიტიკა
სტუდენტები მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ
ამ წუთებში სტუდენტთა ჯგუფი მსვლელობას მართავს ახალსოფლიდან სოფელ ბერშუეთის მიმართულებით. ისინი აპროტესტებენ რუსი საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნულ სოფელში სასაზღვრო ბანერის დამონტაჟებასა და საზღვრის გადმოწევას კიდევ 10 ჰექტრით.
აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი ნადარეიშვილის განცხადებით, ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ ოკუპაციის თემა დღის წესრიგში დააყენოს.
„ჩვენი მიზანია, რომ გავუგზავნოთ მესიჯი სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ დღის წესრიგში დააბრუნონ ოკუპაციის თემა და არ მიივიწყონ. ჩვენი მიზანია, რომ სამოქალაქო ჩართულობა და მოსახლეობა გამოცოცხლდეს“, - აცხადებენ სტუდენტები.
აქციის მონაწილეეები ბერშუეთთან საღამომდე დარჩებიან. მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები.
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


