უახლესი ამბები
- 16.09.2024 16:02ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით - გია ხუხაშვილი
- 16.09.2024 15:51გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე
- 16.09.2024 15:21გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- 16.09.2024 15:06ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი - სანდრო რაქვიაშვილი
- 16.09.2024 13:03ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს - გივი თარგამაძე
- 16.09.2024 12:49ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე
- 16.09.2024 12:18მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე მოღალატეობრივი განცხადების გამო - ლევან ბეჟაშვილი
- 16.09.2024 12:04ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება, ეს ეხება არა მარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში - კახა ოქრიაშვილი
- 16.09.2024 11:50აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება - ირაკლი კობახიძე
- 16.09.2024 11:45პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის - შალვა პაპუაშვილი
არქივი
მოზაიკა
ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში
ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება.
"სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტერორისტების თავდასხმის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო შეწყდა.
გამოფენა განიხილავს მშვიდობის შესაძლებლობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ სამი საყრდენის სტაბილურობას, რომელზეც მსოფლიო დგას - სამყაროს გამოსწორების, უსაფრთხო სივრცის პოვნისა და ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნების იმედი.
გამოფენაში მონაწილე KakdelArt საზოგადოების 8 მულტიდისციპლინური მხატვრები არიან ოლიმ ხადაშიმი (ახალი რეპატრიანტები), რომლებიც უკვე ისრაელში ცხოვრობენ და შვილების უსაფრთხოების გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. ისინი მიიწვიეს თბილისში, Sisters Room-ის სამხატვრო რეზიდენციაში, სადაც ერთად მუშაობდნენ სპეციალურად გამოფენისთვის ნამუშევრების შესაქმნელად.
გამოფენა 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, Sisters Room - Artist Run Space-ში (ჩუბინაშვილის 21) გაიხსნება. 20:00 საათზე ქართველი მომღერალი ქრისტი ჯაფარიძე ებრაულად იმღერებს სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და მშვიდობისადმი მიძღვნილ სიმღერას.
ექსპოზიციის დათვალიერება 2 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, 17:00-21:00 საათებში, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
მონაწილე მხატვრები: ანასტასია ბუკალოვა, ქსენია გორშკოვა, მაშა შპრაიზერი, მაშა ნევეროვა, ლიბი ზაკი, მაშა ბრუმბერგი, ელენა შტემბერგი, ალექსანდრე ჟერდევი.
კურატორები: დაშა ილიაშენკო, ოლგა ელისეევა.
პარტნიორები: KakdelArt პლატფორმა მხატვრებისთვის, Sisters Room artist run space, Israeli House NET, Dor L'Dor Georgia.
KakdelArt არის არტისტების ინტეგრაციის პლატფორმა, მხატვრების ფართო და ინოვაციური საზოგადოება ისრაელში და მთელ მსოფლიოში. ის დააარსა და მართავს დაშა ილიაშენკო.
Sisters Room ხელოვნების სივრცე შექმნილია კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს, ენისა და კულტურული ბარიერების მიღმა კომუნიკაციისთვის და ახალგაზრდა ხელოვანების, კურატორებისა და ხელოვნების მოყვარულთა მხარდასაჭერად. მისი კურატორი ოლია მიანნიკი (ელისეევა).
ეს არის მოხალისეობრივი და არაკომერციული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ისრაელის ხელოვანებს და თარგმნოს ისრაელის პოზიცია და გრძნობები მთელ მსოფლიოში ხელოვნებისა და პირადი ისტორიების საშუალებით. გამოფენა მოიცავს ქანდაკებებს, გრაფიკას, ანიმაციას, ინსტალაციას და ტექსტურ ნამუშევრებს.
გამოფენის პარტნიორია „ისრაელის სახლი“, რომლის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, მნიშვნელოვანი მოვლენაა 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ხელოვანების მიერ ისრაელს გარეთ ასეთი ღონისძიების გამართვა. „7-მა ოქტომბერმა ისრაელში შეცვალა ბევრი ხედვა. მჯერა, ეს აისახება საგარეო ურთიერთობებზეც. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის სახალხო თუ დიპლომატიის ენაზე უნდა ვუთხრათ სიმართლე იმ ტერორზე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარეობს. სიმბოლურია, რომ ეს გამოფენა საქართველოში ტარდება, მეგობარ ქვეყანაში, რომელიც ისრაელის სოლიდარულია“, _ აცხადებს იციკ მოშე.