უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 თებერვალი, 2018 13:00
font-size

თბილისის მერიამ და გამგეობებმა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩაატარეს - „ევროპული საქართველო“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, თბილისის მერიის და გამგეობების მიერ 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფომ 20 მლნ ლარი დაკარგა.

„ევროპული საქართველო“ სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობს. მათი ცნობით, თბილისის მერია ტენდერების არასწორი გზით ჩატარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავს.

როგორც ფრაქციაში აცხადებენ, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად წლების განმავლობაში ელექტრონული შესყიდვები ითვლებოდა, რომლებიც უზრუნველყოფდა სისტემის გამჭვირვალობას, წარმოქმნიდა ჯანსაღ კონკურენციას და იძლეოდა საშუალებას, რომ სახელმწიფოს ყოველ შესყიდვაზე 5-15% (ანუ საშუალოდ 10%) ეკონომია გაეკეთებინა.

პარტიის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ზარალის ოდენობა პირობითია და სახელმწიფო კონკურსის ჩატარების შემთხვევაში დაახლოებით 20 მლნს დაზოგავდა.

"დღეს ტენდერები აუქციონის გარეშე ტარდება. ქ.თბილისის მერიის და გამგეობების მიერ 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამოცხადებული ყველა ტენდერი ჩატარდა აუქციონის გარეშე (ანუ დაუბრუნდა 90-იან წლების მავნე პრაქტიკას, როდესაც შემოდიოდა დალუქული კონვერტები, რაც იძლეოდა მანიპულაციის საშუალებას, აუქციონი ტარდებოდა დახურულად.)

ორი თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, თბილისის მერიის სტრუქტურების მიერ გამოცხადდა 380-ზე მეტი უაუქციონო ტენდერი დაახლობით 200 მილიონი ლარის ოდენობით. აქედან სახელმწიფომ იზარალა თითქმის 20 მლნ ლარი", - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციაში.

რაც შეეხება ცალკეულ უბნებს, მათი ინფორმაციით, ჩატარებული ტენდერების მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება: მთაწმინდაზე - ტენდერების რაოდენობა 19; საწყისი ღირებულება - 2 872 836 ლარი, კრწანისი- ტენდერების რაოდენობა - 24; საწყისი ღირებულება - 2 818 366 ლარი. ისანი- ტენდერების რაოდენობა - 30; საწყისი ღირებულება - 5 741 146 ლარი. სამგორი-ტენდერების რაოდენობა - 32; საწყისი ღირებულება - 9 099 615 ლარი. დიდუბე-ტენდერების რაოდენობა - 25; საწყისი ღირებულება 5 638 573 ლარი. ჩუღურეთი-ტენდერების რაოდენობა - 21; საწყისი ღირებულება 4 020 352 ლარი. ვაკე -ტენდერების რაოდენობა - 17; საწყისი ღირებულება - 5 040 656 ლარი. საბურთალო - ტენდერების რაოდენობა - 21; საწყისი ღირებულება - 9 000 548 ლარი. ნაძალადევი -ტენდერების რაოდენობა - 24; საწყისი ღირებულება - 4 493 892 ლარი. გლდანი -ტენდერების რაოდენობა - 19; საწყისი ღირებულება 6 427 828 ლარი. თბილსერვის ჯგუფი- ტენდერების რაოდენობა - 35; საწყისი ღირებულება 3 683 845 ლარი.

რაც შეეხება პირდაპირ შესყიდვებს, "ევროპული საქართველოს ინფორმაციით, 2014 წლიდან მერიას ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული აქვს 1042 ხელშეკრულება - თანხა კი შეადგენს 196 461 823 ლარს.

"ეს ნიშნავს, რომ მერიამ მისთვის სასურველ კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება ყოველგვარი კონკურსის, ტენდერის თუ აუქციონის გარეშე", - აღნიშნავენ პარტიაში.

მათი განმარტებით, 2014 წლის შემდეგ მერიამ ჩაატარა 430 ტენდერი, რომლის თანხამ 79 042 001 ლარი შეადგინა, სადაც მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი კომპანია, რაც იძლევა გარიგების საფუძვლიან ეჭვს.

"ტენდერები გამოცხადებულია მოკლე პერიოდში, ტენდერის ტექნიკური პირობა მორგებული იყო ერთ კომპანიაზე და სხვას არ ეძლეოდა მონაწილეობის საშუალება", - აცხადებენ პარტიაში.

გოკა გაბაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით მერიისგან პასუხებს ითხოვს.

„ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის“ - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი არ შეხვდება

10 მაისი, 2024 , 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება. მიზეზად პაპუაშვილმა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილი მესამე

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების უკანონო დაშინება - ბრიტანეთის საელჩო

10 მაისი, 2024 , 17:33

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ

დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი, შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?

10 მაისი, 2024 , 17:05

24 საათიც არ დამჭირდა, გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი. გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტ

ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს - თეა წულუკიანი

10 მაისი, 2024 , 13:17

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ. როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და

პრემიერი არის არალეგიტიმური - ლევან ხაბეიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:38

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება, - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაო

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - სალომე ზურაბიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:24

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი