უკან

სამართალი

27 სექტემბერი, 2018 12:40
font-size

თბილისის პროკურატურაში კომპანია „ომეგა 2“-ის დირექტორის გიორგი ქურდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორებს გამოკითხავენ.

საგამოძიებო უწყებაში კომპანია „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე ადვოკატთან ერთად მივიდა.

„შევალ, გავესაუბრები და ვნახავ რა იქნება. იმისთვის, რომ გამოძიება ნორმალურად წარიმართოს, ყველა ინფორმაციას მივაწვდი. ყველაფერს დავასახელებ და ვიტყვი, რაც გამოძიებისთვის საჭიროა“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ კომპანიების ხელმძღვანელები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციებს გამოძიებას დეტალურად გააცნობენ.

„მზადყოფნას გამოთქვამს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს. იქნება საუბარი იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ამ საქმესთან შემხებლობა ჰქონდათ. შესაძლოა, გამოძიებამ დაადგინოს, რომ ეს შემხებლობა არც ისე კანონიერი იყო. ალბათ თქვენ მოისმინეთ იმ ჩანაწერებში, რომ უშუალოდ მოლაპარაკებას აწარმოებდა ლევან ყიფიანი. იმ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, უნდა გამოიკვეთოს, ლევან ყიფიანი ვისი სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის კერძო პირი და არ აქვს ძალაუფლება, რომ არც დავალიანება გადაუვადოს „ომეგა ჯგუფს“ და არც აქციზური მარკები მისცეს. უნდა გამოიკვეთოს ყველა დაინტერესებული პირი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

საკვანძო სიტყვები:

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი