უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 დეკემბერი, 2017 17:50
font-size

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ზაურ მაკარაძე უდანაშაულოდ ცნო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზაურ მაკარაძის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

,,საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ზაურ მაკარაძის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ზაურ მაკარაძემ 2011 წელს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დატოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგები, გაწევრიანდა ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში და აქტიურად ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში.

2012 წლის 26 მარტს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მდებარე გადასასვლელ ხიდთან ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ზაურ მაკარაძე დააკავეს იმ საფუძვლით, თითქოს იგი ქურთუკით უკანონოდ ატარებდა ხელყუმბარას და გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში. ზაურ მაკარაძეს წარედგინა ბრალდება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა N8 საპყრობილეში. საპატიმროში მის მიმართ სისტემატიურად ხორციელდებოდა ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ ზაურ მაკარაძეს გამოძიების წინაშე ეღიარებინა და დაეწერა, თითქოს ის აპირებდა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხელყუმბარის აფეთქებას, რაზედაც იგი კატეგორიულ უარს ამბობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 სექტემბრის განაჩენით ზაურ მაკარაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საპატიმროდან ზაურ მაკარაძის გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში მოხერხდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იგი ცნობილ იქნა პოლიტიკურ პატიმრად.

ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ზაურ მაკარაძე ისე დააკავეს, რომ მის მიმართ გამოძიებაც არ იყო დაწყებული და მხოლოდ მისი დაკავების შემდეგ შეიქმნა ყალბი მტკიცებულებები, რაც შემდგომ გახდა მისი მსჯავრდების საფუძველი. გარდა ამისა, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ ზაურ მაკარაძის მხრიდან საბრძოლო მასალის ფლობის ან ტარების ფაქტს.

აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 50 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 14 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20 ნოემბერი, 2018 , 17:37

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყე

პროკურატურის შუამდგომლობით ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი უძრავი ქონება დაუბრუნდება

20 ნოემბერი, 2018 , 15:40

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შედეგად პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის საქმე გადაისინჯება, ასევე განაჩენის გად

პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირ

სუს-მა საკრებულოს ყოფილი დეპუტატის მიერ ქრთამის აღების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა

20 ნოემბერი, 2018 , 12:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, თემურ გორგაძის მიერ ქრთამის აღების ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა. უწყების განმარტებით, საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებაში გორგაძის დანაშაულებრივი ქმ

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს

20 ნოემბერი, 2018 , 11:40

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ის ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს. დ.ღ.-ის უ

ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`