უკან

სამართალი

27 მარტი, 2017 20:41
font-size

„თბილისის თამბაქოში“ მიაჩნიათ, რომ ბიზნესმენი ფადი ასლი სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს

სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატი და წარმომადგენელი გიგა კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ფადი ასლი სასამართლოს გამიზნულად აშანტაჟებს და მასზე ზეწოლას ცდილობს.

ადვოკატის განცხადებით, ფადი ასლი საზოგადოებას მოევლინა, როგორც „ფილიპ მორისის“ დამცველი და ის „ფილიპ მორისის“ დემპინგურ ფასებს ეთანხმება.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ „ფილიპ მორისი“ საქართველოში ქართული თამბაქოს განადგურებას ცდილობს, რაც იმას გულისხმობს, რომ თამბაქოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის. - ამის თაობაზე კვერენჩხილაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ბატონი ფადი ასლის მხრიდან ბოლო დროს მასმედიაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბატონი ასლის განცხადებები შეეხება ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებულ სასამართლო „დავას ფილიპ მორის საქართველოს“ და უცხოური „ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ 92 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა კომპანია „ფილიპ მორისის, როგორც ადგილობრივ წარმოებას ასევე შვეიცარულსაც ჩვენთის მოყენებული ზიანის ასანაზღაურებლად“,-აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ფადი ასლის განცხადებებმა პროვოკაციული ხასიათი მიიღო.

„ბატონი ფადი ასლის განცხადებებმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიიღო პროვოკაციული და შანტაჟის ნიშნების მატარებელი კამპანიის ხასიათი, კერძოდ, ბატონი ფადი ცდილობს მოსამართლის, სასამართლოს იმიჯის შემლახველი განცხადებებით მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა და მისგან ლობირებულმა კომპანიამ აქედან გამომდინარე მიიღოს გარკვეული დივიდენდები და მოახდინოს ზემდგომ ინსტანციებში მათთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩვენ არ ვაპირებდით ამ დავის მასმედიის სიბრტყეში გადატანას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საკითხი გახლავთ სამართლებრივი და მხოლოდ სასამართლოში უნდა გაირკვეს, მაგრამ ვინაიდან ამ განცხადებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მოგვეწვია პრესკონფერენცია“,-განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.
„ქართული თამბაქოს“ ადვოკატის თქმით, მათთვის ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებები ახალი არ არის, რადგან ის რამდენიმე წლის წინაც ცდილობდა, მსგავსი განცხადებებით სასამართლოზე ზეწოლა განეხორციელებინა.

„ფადი ასლის განცხადებები ჩვენთვის პრინციპში ახალი და უცხო რა არის. ჩვენ კარგად გვახსოვს მისი გამოსვლები ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, როდესაც იგი სწორედ შანტაჟის ნიშნების შემცველი განცხადებების საფუძველზე ახერხებდა ზეწოლას მაშინდელ მთავრობაზე და თავისთვის სასურველი გადაწყვეტილებების გამოტანაზე. სააკაშვილის დროსაც ჰქონდა ანალოგიურ მცდელობებს ადგილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეყოფა საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და გონიერება რომ არ დაექვემდებაროს ზეწოლას, მითუმეტეს, რომ ფადი ასლის განცხადებები გახლავთ უაღრესად ფობიური და დისკრიმინაციული შინაარსის. ის აცხადებს, რომ არ დაუშვებს უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს სძალავდნენ. ეს რაღაც ახალია, როდესაც ბატონი ფადი მოგვიწოდებს, რომ ჩვენ, ადგილობრივებმა ფული არ გამოვძალოთ უცხოურ ბიზნესებს და მას საერთოდ არ აინტერესებს რეალური სურათი“,- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის განმარტებით, რეალური სურათი სრულიად განსხვავებულია, რადგან ეს უცხოელი ბიზნესმენები არიან ის ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც თავისი დიდი კაპიტალის და საბაზრო გავლენის გამოყენებით ახერხებენ იმას, რომ საქართველოს ბაზარზე შემოაქვთ სიგარეტი დემპინგურ ფასებში და ყიდიან მას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.

„მსგავსი ქმედება ცხადია, კეთილშობილურ მიზნეს არ ემსახურება და ამ კომპანიებს არ აინტერესებთ ის რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რამენაირად იაფი გადაიხადონ სიგარეტში. მათი ერთადერთი მიზანია, რომ მოხდეს კონკურენტების გაძევება ქართული ბაზრიდან. ამ შემთხვევაში „ფილიპ მორისი“ მარტო არ არის, არის კიდევ რამდენიმე იმპორტიორი კომპანია, რომლებიც ანალოგიურად ცდილობენ და სავარაუდოდ, მათ წინააღმდეგაც შევიტანთ სარჩელს და მოვითხოვთ ჩვენი ზიანის ანაზღაურებას“,- განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.

ადვოკატი, ასევე დეტალურად განმარტავს იმ მიზეზებს, რისთვისაც „ქართულმა თამბაქომ სასამართლოს მიმართა.

„რამ გვაიძულა ჩვენ რომ მიგვემართა სასამართლოსთვის. 2013 წლიდან „ფილიპ მორისმა“, როგორც უცხოურმა ასევე ქართულმა წარმომადგენლობამ დაიწყო მისი ცალკეული ბრენდების, კერძოდ ბონდის, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია ქართულ ბაზარზე. თუკი 2013 წლამდე მთელი ქართული სიგარეტის ბაზრის წილის 35% ეჭირათ ქართულ კომპანიებს, მას შემდეგ რაც დაიწყო დემპინგი, ჯერ ეს 35 %- შემცირდა 28%-მდე. 2015 წელს კი, შემცირდა 15%-მდე, ხოლო 2016-17 წლების მონაცემებით, ქართული კომპანიების წილი ქართული სიგარეტის ბაზარზე გახლავთ 6%-მდე შემცირებული. ეს არის ტრაგედია და ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელია ბატონი ფადის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ვძალავთ უცხოელ ბიზნესმენებს ფულს, პირიქით, ეს უცხოელი ბიზნესმენები, სამწუხაროდ, თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებით ცდილობენ ჩვენს გაძევებას ქართული ბაზრიდან“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ცხადია, რომ თუკი თბილისის თამბაქო გაკოტრდება, ყველა მისი თანამშრომელი, დაახლოებით 500 ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე.

„ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ქართული წარმოება. საერთო ჯამში, ამ წლების განმავლობაში მიყენებულ ზიანს ვერ ავინაზღაურებთ 1 და 2 წელში. აქედან გამომდინარე მათ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება, როგორც დღეს განცდილი უშუალო ზიანისთვის, ასევე იმ მიუღებელი შემოსავლისთვის, რაც ჩვენ უნდა მიგვეღო უახლოესი ათი წლის განმავლობაში და რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონიერი. როგორც ჩანს, დღეს ფადი ასლი გახლავთ მათი ლობისტი საქართველოში, რომელიც ცდილობს ქართული წარმოების დასამარებას“,- განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.

ადვოკატს მიაჩნია, რომ ასეთ დემპინგურ მიდგომას ებრძვის ყველა თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლება, სასამართლო და ასევე უდნა მოხდეს საქართველოშიც.

„ვფიქრობ, ყველა კომპანიამ, რომელიც დაზარალდება მსგავსი დემპინგური ფასების გამო, უნდა მიმართოს სასამართლოს, ისე როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ მიერ აძღრული სარჩელი შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ 2015 წლამდე განხორციელებულ დემპინგს, მაგრამ სასამართლო დავის პერიოდში, დემპინგი არათუ შემცირდა, არამედ უფრო გამძაფრებული ხასიათი მიიღო, მათი სურვილი იყო ამ პერიოდში მოეხდინათ ჩვენი დასამარება. 2015 წლის შემდეგ განხორციელებულ დემპინგზეც ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს“,- აცხადებს ადვოკატი.

NS

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი