უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

თეა წულუკიანი გაერო-ს მდგრადი განვითარების ახალ გეგმას საქართველოს სახელით მიესალმა

„მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების სამოქმედო გეგმა“ − ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიწყო. მსოფლიოს 13 ქვეყნის მინისტრებთან ერთად გეგმის ამოქმედებას იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელით მიესალმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიის, ბრაზილიის, სიერა ლეონეს, ლიხტენშტეინის, ინდონეზიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ცენტრალური აფრიკის, შვედეთის, ლიბერიის, ნიდერლანდებისა და არგენტინის მთავრობების წევრებმა ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ქვეყნებში სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის გატარებული რეფორმების შესახებ უამბეს.

პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში ყველა რეფორმის ამოსავალი წერტილი სამართლის უზენაესობაა.

„სამი წლის წინ ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონი შევქმენით, რათა უმცირესობების უფლებები მეტად ყოფილიყო დაცული; საქართველო შეუერთდა სტამბოლის კონვენციას და მთელი რიგი საკანონმდებლო რეფორმებისა გაატარა ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის; 2013 წელს საქართველო შეუერთდა შშმ პირების გაერო-ს კონვენციას; 2015 წელს საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე მოწესრიგდა „ქუჩის ბავშვების“ პრობლემა; 2015 წელს შეიქმნა ინოვაციური არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; 2013 წლიდან დაიწყო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა და დღეს ამაყი ვარ, განვაცხადო, რომ ბენეფიციართა მხოლოდ 3 პროცენტში დაფიქსირდა განმეორებითი დანაშაული, ხოლო 97 პროცენტი საზოგადოებას სრულუფლებიან წევრად დაუბრუნდა; 2013 წელს შემოღებულ იქნა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ქართულ სოფლებსა და ქალაქებში სერვისების გაცემის მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს 47 სოფელში საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობა ზუსტად იმ სტანდარტების დაცვით იღებს სახელმწიფო სერვისებს, როგორც ეს დიდ ქალაქებში ხდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ფორუმის მონაწილეებმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის“ - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი არ შეხვდება

10 მაისი, 2024 , 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება. მიზეზად პაპუაშვილმა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილი მესამე

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების უკანონო დაშინება - ბრიტანეთის საელჩო

10 მაისი, 2024 , 17:33

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ

დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი, შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?

10 მაისი, 2024 , 17:05

24 საათიც არ დამჭირდა, გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი. გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტ

ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს - თეა წულუკიანი

10 მაისი, 2024 , 13:17

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ. როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და

პრემიერი არის არალეგიტიმური - ლევან ხაბეიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:38

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება, - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაო

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - სალომე ზურაბიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:24

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი