უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 ივლისი, 2018 17:30
font-size

ტელეკომპანია ,,იბერიას“ საქმეზე სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო კვლავ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო კიდევ ერთხელ გადაიღო.

როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლებმა განმარტეს, სხდომაზე მოწმის სტატუსით კობა კვანტალიანი, გრიგოლ გიორგაძე და ქიბარ ხალვაში უნდა დაეკითხათ, თუმცა არცერთი მათგანი დღეს სასამართლოს წინაშე არ გამოცხადებულა.

კერძოდ, როგორც ბრალდებულმა გიორგი ლაცაბიძემ აღნიშნა, კობა კვანტალიანმა მის ადვოკატს დღეს დილით გამოუგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება და სასამართლოზე გამოუცხადებლობის მიზეზად ბავშვის ექიმთან წაყვანა დაასახელა.

რაც შეეხება დევნილთა მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს, ლაცაბიძის თქმით, მას დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ ორ მისამართზე გაეგზავნა უწყება. როგორც ბრალდებულმა განმარტა, გამოძიების მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული საცხოვრებელი მისამართი საქართველოს ფოსტამ არასწორად მიიჩნია. მეორე მისამართი კი, როგორც აღინიშნა, დაცვის მხარემ გიორგაძის ქონებრივი დეკლარაციიდან მოიპოვა, თუმცა არც აღნიშნულ მისამართზე მოხდა უწყების ჩაბარება.

დასაკითხ მოწმეთაგან კიდევ ერთის, ქიბარ ხალვაშის შემთხვევაში კი, დაცვის მხარემ განმარტა, რომ ბიზნესმენის ზუსტი მისამართები, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში, მათთვის უცნობია და შესაბამისად, კონკრეტული მისამართის გარეშე უწყების გაგზავნა ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ დასაკითხ მოწმეთა სიაშია იოსებ მგელაძეც, რომლის სასამართლოში გამოცხადებაც ასევე, გასული რამდენიმე სხდომის მანძილზე ვერ უზრუნველყო დაცვის მხარემ.

მოწმეთა გამოუცხადებლობის პრობლემის გადასაჭრელად, ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მომდევნო სხდომა სექტემბრისთვის ჩაინიშნოს. მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში შესაძლოა, დასაკითხი მოწმეები თბილისში არ იმყოფებოდნენ და მათი სასამართლოში გამოცხადება სწორედ ამ ფაქტორის გამო შეფერხდეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხა საქმის პროკურორი, ემზარ გაგნიძე და აღნიშნა, რომ ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მოწმეთა გამოცხადება. მისი შეფასებით, ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას.

,,არ უნდა გადაიდოს სექტემბრამდე. ან უნდა გამოაქვეყნონ საქმეში არსებული ამ მოწმეების ჩვენები, ან უზრუნველყონ შემდეგ სხდომაზე მოწმეთა გამოცხადება“, - აღნიშნა ემზარ გაგნიძემ.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პროცესის სექტემბრამდე გადადების თაობაზე და მოუწოდა დაცვის მხარეს გამოიყენოს გონივრული ძალისხმევა და მომდევნო პროცესისთვის მოწმეთა გამოცხადება უზრუნველყონ.

საბოლოოდ, მოსამართლემ პროცესი 31 ივლისის 14:30 საათისთვის გადადო.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი