უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 დეკემბერი, 2018 12:00
font-size

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მთავრობას წარუდგენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა. მან მიმოიხილა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სტრატეგია, მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი და მადლობა გადაუხადა უწყებებს გაწეული სამუშაოსათვის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. საუბარი ასევე შეეხო კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხებს. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება კომისიის სამდივნოს კოორდინაციით, შესაბამისი უწყებათაშორისი თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმირების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დამტკიცების შემდეგ იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დოკუმენტში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე კონტრტერორისტული ხედვის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.- აცხადებენ კომისიაში.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მომხრე ვარ, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა - ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი, 2024 , 15:42

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მომხრე ვარ, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, - ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "მე, რა

„ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის“ - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი არ შეხვდება

10 მაისი, 2024 , 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება. მიზეზად პაპუაშვილმა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილი მესამე

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების უკანონო დაშინება - ბრიტანეთის საელჩო

10 მაისი, 2024 , 17:33

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ

დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი, შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?

10 მაისი, 2024 , 17:05

24 საათიც არ დამჭირდა, გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი. გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტ

ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს - თეა წულუკიანი

10 მაისი, 2024 , 13:17

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ. როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და

პრემიერი არის არალეგიტიმური - ლევან ხაბეიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:38

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება, - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი