უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 დეკემბერი, 2017 13:35
font-size

თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა არის უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ბოლო შანსი - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს მიმართავს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს პრესმდივნის, სვიატოსლავ ცეგოლკოს მიერ მისი წერილის გამოქვეყნების გამო შეშფოთება გამოთქვა და უკრაინის პრეზიდენტს ვიდეომიმართვით უპასუხა.

„პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უნამუსობის ახალი რეკორდი მოხსნა და მისადმი ჩემი პირადი წერილი გამოაქვეყნა. რომ გესმოდეთ, ეს პირადი წერილი მე მას მივწერე იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ, მას შემდეგ, რაც სასამართლო მოვუგე პოროშენკოს, დასავლურ დიპლომატიურ კორპუსთან ჩემი კონსულტაციების შემდეგ, მათ სახელებს არ დავასახელებ, იმიტომ, რომ პოროშენკოსგან განსვავებით დიპლომატიურ ეტიკეტს სრულყოფილად ვფლობ. კიევში აკრედიტებულ წამყვან დასავლელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ამ ელჩებთან ერთად გადავწყვიტეთ, დავიწყოთ მოლაპარაკებების გამართვის მცდელობის დაწყება უკრაინის პოლიტიკური კრიზისიდან გასასვლელად, რათა უკრაინამ მოიგოს და მტერმა არ ისარგებლოს უკრაინის შიდა და პოროშენკოს რეჟიმის სისუსტით.

ამ კონსულტაციების შემდეგ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს თავისი პროცესი, ხოლო მე მათთან შეთანხმებით ეს წერილი დავწერე. ამ წერილში არაფერი პირადული არ იყო. მე იმაზე ვწერდი თუ როგორ მოგვარებულიყო შექმნილი სიტუაცია და როგორ დაგვეწყო ამის თაობაზე მოლაპარაკება. იმ წერილში არაფერია ისეთი, რისი ხალხისგან დამალვა მსურდა. უბრალოდ არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რაც არ მაძლევდა მისი გამოქვეყნების საშუალებას. ის, რომ თქვენ გამოაქვეყნეთ, ამით არა მხოლოდ დამეხმარეთ, არამედ აჩვენეთ თქვენი სისულელე. ამიტომაც გადავწყვიტე, გამოვაქვეყნო ღია წერილი და იქ ყველაფერი ფუნდამენტურად აღწერილია. მას შემდეგ, რაც გააკეთეთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უფრო დაკარგეთ ნდობა, მათ შორის აქ მყოფი დიპლომატების. ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო მცდელობა იყო, გადამერჩინეთ თქვენივე საბედისწერო შეცდომებისგან, მაგრამ ახლა უმთავრესია უკრაინის გადარჩენა. ამიტომაც ჩვენ ამით დავკავდებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვიდეომიმართვას მან დაურთო პოროშენკოსადმი მიძღვნილი ღია წერილი. სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

„გამოუტყდით საკუთარ თავსა და ხალხს, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზროვნეებს არ შეგიძლიათ და არ გინდათ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა არის პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ბოლო შანსი, რომელიც უფრო გაუარესდება. ნებაყოფლობით გადამდგარ პრეზიდენტს, რომელმაც ქედი დაუხარა ხალხის ნებას, შეუძლია სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს“, - ნათქვამია წერილში.

ანა მებურიშვილი


შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ