უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
მსოფლიო
22 თებერვალი, 2017 18:25
თურქეთი ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ითხოვს
რეჯიფ ტაიფ ერდოღანის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თურქეთი ითხოვს ევროკავშირისგან, რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის თაობაზე.
წინა წელს თურქეთსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ანკარამ აიღო ვალდებულება, შეეკავებინა მიგრაციული ტალღა ევროპაში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ.
თურქეთის განცხადებით, ევროკავშირს არ შეუსრულებია თავისი დაპირება, რადგან მიაჩნია, რომ თურქეთის მიერ მიღებული ანტიტერორისტული კანონმდებლობა „ძალიან ზოგადია“.
იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თუ ევროკავშირი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, თურქეთი საიმიგრაციო ნაკადის შეკავების შესახებ მიღებულ შეთანხმებას გააუქმებს.
ანა მებურიშვილი