უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 სექტემბერი, 2017 14:20
font-size

უკრაინაში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სააკაშვილიცა და ტიმოშენკოც გვამებზე გაივლიან - ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლისა და უმაღლესი რადას დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, გუშინ საზღვრის გადაკვეთისას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სისხლისღვრის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„პროვოკატორების მთავარ მიზანს, რომლებმაც უკანონოდ გაარღვიეს უკრაინის საზღვარი, წარმოადგენდა სისხლისღვრის მოწყობას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ბრუტალური ძალადობის სცენების თანხლებით.

ამის მიღწევა არ გამოუვიდათ.

პირიქით, ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი გახდა, რომ უკრაინაში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სააკაშვილიცა და ტიმოშენკოც მზად არიან, გვამებს გადაუარონ“, -დაწერა გერაშენკომ.

გერაშენკოს ინფორმაციით, მესაზღვრეებს უბრძანეს, არ გამოიყენონ იარაღი სააკაშვილის მომხრეების მიმართ. მისი თქმით, ეს იყო გაკეთებული შემდგომი „პროპაგანდის“ თავიდან ასარიდებლად.

„ეს გამართლებული იყო, რადგან სამართალდამცავეების მიერ ერთი გასროლა ჰაერში და ამას გამოიყენებდნენ პროპაგანდისთვის, რათა შეედარებინათ მესაზღვრეების კანონიერი მოქმედებები საზღვრის დაცვისას „ბერკუტისა“ და სხვა სპეცდანაყოფების უკანონო საქმიანობასთან „მაიდანის“ დროს“, - განაცხადა გერაშენკომ.

მისი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას არაერთი არყის ჭიქით აღნიშნეს მოსკოვში.

„ვფიქრობ, გუშინ მოსკოვში არყის არაერთი ჭიქა აწიეს იმ წინდაუხედავი გადაწყვეტილებისთვის, რომ მიშა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს და მისცეს უნიკალური მოედანი თვითპიარისთვის“, -დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა.

გერაშენკოს თქმით, ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს, ხოლო ის პირები, ვინც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, უნდა დაისაჯონ.

შეგახსენებთ, გუშინ 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „შეგინი“ უკანონოდ გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება უკრაინის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი