უკან

მსოფლიო

3 ოქტომბერი, 2017 15:00
font-size

უკრაინის გენპროკურორმა განმარტა, რა გარემოებები აფერხებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციას საქართველოში

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, წინასაექსტრადაციო შემოწმებამ გამოავლინა რამდენიმე გარემოება, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციას საქართველოში. ინფორმაციას „ინტერფაქს უკრაინა“ ავრცელებს.

ლუცენკოს განმარტებით, მიუხედავდ იმისა, რომ ოფიციალური თხოვნა იუსტიციის სამინისტრომ მიიღო, წინასაექსტრადაციო შემოწმება გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა. სწორედ მან უნდა დაადგინოს, საქართველოში წაუყენეს თუ არა ბრალი სააკაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის და არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც აფერხებს მის გადაცემას თბილისთვის.

„წინასწარი შეფასებით, მე ვფიქრობ, რომ ასეთი გარემოებები არსებობს, რადგან ბატონმა სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემდეგ დოკუმენტები შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურის მისამართით, რაც საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით მის ექსტრადაციას ხელს უშლის“, -განმარტა ლუცენკომ.

ლუცენკოს თქმით, ყველა ფაქტორი იქნება დეტალურად შესწავლილი, ხოლო პროცედურა რამდენიმე კვირას გასტანს.

ანა მებურიშვილი

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი