უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მაისი, 2017 17:25
font-size

ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებებს გარევაჭრობის დასარეგულირებლად - ირაკლი ლექვინაძე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ნავთლუღის ბაზრის გარემოვაჭრეთა აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, გარევაჭრობის დარეგულირების კამპანია გაგრძელდება.

„თბილისის მერია აგრძელებს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ მოქმედებებს გარევაჭრობის დარეგულირებისკენ. ამ დროისთვის ჩვენ დაგვრჩა ორი ლოკაცია - სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. დაახლოებით ორი კვირის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიებზეც დარეგულირდება გარევაჭრობა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ საკითხის სოციალური სიმძიმე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს წინასწარი გაფრთხილება, არ ხდება ქონებისა და საქონლის ჩამორთმევა და კონფისკაცია, თითოეულ მათგანზე შეთავაზებულია ალტერნატიული ადგილები“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ლექვინაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული ადგილი საკმარისია.

„ჯერჯერობით ეს ადგილები საკმარისია იმისათვის, რომ მათი განთავსება მოხდეს. თუ მომავალში არ იქნება შესაბამისი სავაჭრო სივრცეები, ბუნებრივია, ვიფიქრებთ ორგანიზებულ სივრცეზე, სადაც შეიძლება მათი განთავსება მოხდეს. კიდევ ვიმეორებ, ამ დროისთვის ეს საჭიროება არ დგას“, - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ნავთლუღის ბაზრის გარემოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. მათ მოითხოვეს აღნიშნულ ბაზრობაზე მათი საქმიანობის 6 თვით გახანგძლივება. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, მათ ღამე გაათენეს ბაზრობაზე, რათა მათი დახლები არ აეღოთ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, თუკი მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი კარვების გაშლასა და შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

ანა მებურიშვილი

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

13 მარტი, 2026 , 08:52

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.   ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმ

„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მარტი, 2026 , 15:53

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად:ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელ

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე

12 მარტი, 2026 , 15:28

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ

მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

10 მარტი, 2026 , 12:49

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. &bdqu

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

10 მარტი, 2026 , 11:55

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევი

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

10 მარტი, 2026 , 11:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი