არქივი
პოლიტიკა
ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს განცხადებით ეხმიანება:
,,ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ.
ვგმობთ 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. რეფერენდუმს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონისათვის სახელის შეცვლა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ასევე ვგმობთ აფხაზეთთან ადმინისტრიაციულ გამყოფ ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და თავისუფლებებს და ხელს უშლის გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მხცოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობას. ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები არის საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაკანონების მორიგი მცდელობა, მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისკენ და წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პოლიტიკის გაგრძელებას.
ვაცხადებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლით დადგენილ პრინციპებსა და ნორმებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა.
მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტიკებისკენ მიმართულ ძალისხმევას და მოვუწოდებთ მას ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისა და მათი მხადაჭერის გაძლიერებისთვის. მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მათ მიერ მტკიცედ გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.’’- ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

