უკან

კონფლიქტის ზონა

6 დეკემბერი, 2018 17:35
font-size

ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება, რომ ეს მავთულხლართები დაიშალოს - ქეთევან ციხელაშვილი

ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება, რომ ეს მავთულხლართები დაიშალოს, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს ატოცში ან სხვა მონაკვეთზე.

„როდესაც ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მე პირადადაც ვიყავი ჩასული ატოცში. ჩვენ ყველა მექანიზმი ავამოქმედეთ იმისთვის, რომ კონკრეტულად იმ მონაკვეთში ეს პროცესი შეჩერებულიყო, თუმცა მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება, რომ ეს მავთულხლართები დაიშალოს, ამიტომ მიუხედავად იმისა, კონკრეტულ დღეს, ან მონაკვეთში ხდება თუ არა რაიმე მავთულხლართის გავლება ან ბარიკადის აღმართვა, ჩვენი სამუშაო მიმართულია იმისაკენ, რომ შეკავდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები. გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არ მოდუნდება საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე ეს ამოცანები მიღწეული არ იქნება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაციები.

„ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენცია მოხდეს, არ ხდებოდეს რეგულარული პროვოკაციები. გარწმუნებთ, რომ დღისა და ღამის განმავლობაში ადგილობრივი პოლიციელების, ისევე როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მთელი ძალისხმევა მიმართლია იმისკენ, რომ არ მოხდეს პროვოკაცია და არ მიეცეს მსვლელობა რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი