უკან
არქივი
მსოფლიო
14 ივნისი, 2017 17:50
ვირჯინიაში უცნობმა პირმა კონგრესმენს ესროლა
ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში რესპუბლიკელ კონგრესმენს, ვიპ სტივ სკელიზს უცნობმა პირმა ესროლა.
CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა კონგრემენთა ბეისბოლის მატჩისათვის ვარჯიშის დროს.
კონგრესმენი თეძოში დაჭრეს, ასევე დაშავებულია ორი პოლიციელი.
ალექსანდრიის პოლიციის განცხადებით, თავდასხმელი დაკავებულია.
ანა მებურიშვილი