უკან

მოზაიკა

14 თებერვალი, 2017 09:42
font-size

თბილისი მოლი ვალენტინობას ვიზიტორებს რუსთაველის თეატრის მინი სპექტაკლებს შესთავაზებს

14 თებერვალს თბილისი მოლის სტუმრები რუსთაველის თეატრის მსახიობების მიერ შესრულებულ და რეჟისორ ნიკოლოზ შველიძის მიერ დადგმულ მინი სპექტაკლებზე შეძლებენ დასწრებას.

რუსთაველის თეატრის რეჟისორ, ნიკოლოზ შველიძის დადგმით, წამყვანი მსახიობების დასი თბილისი მოლში ცნობილ სასიყვარულო ფაბულებს გააცოცხლებს.

წამყვანი მსახიობები, სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ყველაზე ემოციურ სასიყვარულო სცენებს მოლის სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში ითამაშებენ.

წარმოდგენილი იქნება 9 სპექტაკლი, სამი განსხვავებული ფაბულით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: დათო დარჩია, ქეთი ხიტირი, მიშო არჩვაძე, დათუნა გოცირიძე, ნატალია ყულოშვილი და ეკა მოლოდინაშვილი.

„სასიყვარულო წერილებით შექმნილი მინი სპექტაკლები, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის დაიდგა, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ჩვენი სტუმრებისათვის. გადავწყვიტეთ, რომ ვალენტინობის დღე, რომელიც ისედაც ხალხმრავალი და სიურპრიზებით დატვირთულია თბილისი მოლის ვიზიტორებისათვის, კიდევ უფრო სასიამოვნო გაგვეხადა. სამი განსხვავებული ფაბულა, ეპოქა და ლოკაცია ჩვენი სტუმრებისათვის თეატრალურ სცენად გადაიქცევა, სადაც ყველას ექნება საშუალება, იხილოს რუსთაველის თეატრის მსახიობების და წამყვანი რეჟისორის მიერ შექმნილი განსხვავებული მინი სპექტაკლები.

სპექტაკლები დაიწყება 13.00-ზე და დასრულდება 21.00 ზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დღე, ჩვენს ვიზიტორებს არასდროს დაავიწყდებათ“, - განაცხადა თბილისი მოლის მარკეტინის სამსახურის ხელმღძვანელმა, ნატა გოგოლაძემ.

„ასეთ უჩვეულო გარემოში, ხშირად არ გვიწევს მაყურებელთან შეხვედრა. საინტერესო გამოცდილებაა, როგორც ჩვენთვის, ასევე მსახიობებისათვის. ერთია, როდესაც მსახიობებს დიდ სცენაზე უწევთ თამაში და მეორე, თავისუფალ სივრცეში უშუალო კონტაქტი აქვთ მაყურებელთან. 21 საუკუნე იძლევა იმის საშუალებას, რომ თეატრალურმა ხელოვნებამ უფრო ყოფით რეალობაში გადაინაცვლოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ექსპერიმენტი საინტერესო და მოულოდნელი იქნება მსახიობებისათვის და რაც მთავარია მაყურებლებისათვის“ - განაცხადა ნიკოლოზ შველიძემ, რუსთაველის თეატრის რეჟისორმა.

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა

18 ნოემბერი, 2024 , 08:39

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა,რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მა

ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს

23 სექტემბერი, 2024 , 08:02

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ ლეგენდების მატჩი თბილისში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ამხანაგურ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშის ძირითადი დრო ფ

`დიასპორები იერუსალიმისკენ` - ისრაელის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე

9 სექტემბერი, 2024 , 15:35

თბილისში ს. ახმეტელის თეატრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში, ისრაელი, ესპანეთთან, გერმანიასთან, თურქეთთან, მაკედონიასთან და რუმინეთთან ერთად, პირველად მიიღებს მონაწილეობას როგორც კამერულ, ასევე სოლო სპექტაკლებ

თბილისი რიგით 27-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს

23 მაისი, 2024 , 15:54

თბილისში რიგით 27-ე ჯაზფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებას შოთა რუსთაველის ეროვნული თეტრი წელს პირველად მასპინძლობს. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“. ტრადიციულად კი მას თიბისი კონცეპტი

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ