პოლიტიკა
ის არის საკმაოდ არაადეკვატური ადამიანი, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მის ქმედებებზე - სანდრო ბრეგაძე სალომე ზურაბიშვილზე
“ქართული მარშის” ერთ-ერთ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, პირადად ის “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების შიშით სალომე ზურაბიშვილს ხმას ვერ მისცემს, რადგან ფიქრობს, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.
როგორც ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ქართული მარშის” წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ “მარშის” ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება მათ არ მოუწოდონ, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ.
“ჩვენს მხარდამჭერებს სრული თავისუფლება აქვთ არჩევანში, მაგრამ “ქართული მარში” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არჩევნებში მხარს არ დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს. ეს იქნებოდა სრული აბსურდი. “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან რევანში უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ხმები ვაშაძესთან ვერ წავა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას. ჩვენ ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს “ქართული მარშის” წევრებს შორის. თუკი ვინმეს სურვილი ექნება მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, ან ვინმე აპირებს ბოიკოტის გამოცხადებას, მათ ამის სრული უფლება ექნებათ.
რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, რომელიც განსხვავებული იყო ჩვენი გუნდის სხვა წევრების პოზიციისგან, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილზე, რადგან ვაცნობიერებ რამდენად მნიშვნელოვანია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ ის ადამიანი რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მისთვის მიუღებელია პიროვნული თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მისი წარსული საქმიანობა, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირება, ასევე, ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელიც ანტიქართული ხასიათისაა, მას ამის საფუძველს აძლევს.
“ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გზა ძალიან აცდენილია სალომე ზურაბიშვილის გზას. ის არის საკმაოდ არაადეკვატური ადამიანი. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მის ქმედებებზე. შეიძლება ჩვენი მხარდამჭერები განაწყენდნენ, მაგრამ უახლოესი დღეები გამოაჩენს ჩვენი პოზიციის სისწორეს”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


