პოლიტიკა
გვაქვს პარალელური ცესკო აწყობილი, რათა კანტორას, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას` ემსახურება, გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ - გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს 20 000 დატრენინგებული ადამიანი გაყალბების ყველა მექანიზმის აღსაკვეთად.
მისივე თქმით, გაყალბების წინააღმდეგ გაერთიანებულ ოპოზიციაში არის სრული ტექნიკური და ტექნოლოგოური მზაობა.
„სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური მზაობაა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების" გაყალბების ყველა მექანიზმი გადავკეტოთ. ჩვენ დავაფიქსირებთ ყველა შედეგს. გვაქვს პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია აწყობილი, რათა კანტორას, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ემსახურება, გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ. ყველა დეტალი ვიცით ყველა უბანზე, ყველა რაიონში, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვინ არიან მთავარი გამყალბებლები. ყველას დავაფიქსირებთ. ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რადგან ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, მაგრამ ადამიანის ნების გამოხატვაზე ზეგავლენას, მისი ნებით მანიპულირებას ვერავის ვერ ვაპატიებთ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა გამყალბებელი. ჩვენს რუკაზე იქნება ყველა მტკიცებულება თითოეულ ამ ადამიანთან მიმართებაში. ტყუილად ნუ დადგებით საარჩევნო უბნებთან, ჩვენ გავაკონტროლებთ მთელ პერიმეტრს და არ მოგცემთ ხალხის ნებით მანიპულირების შესაძლებლობას", - განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


