პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა.
როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„დაგეგმილი გვაქვს ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ლიეტუვაში, ლიეტუვა არის ჩვენი მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იცავს ჩვენს ინტერესებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტის შედეგად ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში ვიზიტისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან.
„ჩვენ გვექნება ოფიციალური ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან, რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


