პოლიტიკა
კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
კახა კახიშვილმა ევროკავშირის საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მაღალ მაჩვენებელს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს და ევროპული პრინციპების დანერგვას ისახავს მიზნად.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ადამიანის უფლებების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ეფექტიანობის გაზრდისთვის აუცილებელია ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება. კახა კახიშვილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ევროკავშირს ამ კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების, გენდერის საკითხებზე, ასევე საჯარო მმართველობის რეფორმაზე. ამ მიმართულებით დიდი ხანია ერთობლივად ვმუშაობთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობის ადმინისტრაციასთან,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
შეხვედრის დასასრულს კახა კახიშვილმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


