პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს შეხვდა
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა ქონებრივი უფლებების დასაცავად − ქართული წარმატებული რეფორმების შედეგები თეა წულუკიანმა ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრ ლოვრო კუშჩევიჩს გააცნო. ხორვატიის დელეგაცია თბილისში სახელმწიფო მმართველობის სფეროში დანერგილი ინოვაციური სისტემების შესწავლის მიზნით იმყოფება. ხორვატიის მთავრობის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მმართველობა წარმოადგენს. დელეგაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მასპინძლობს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის თემას. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად, უფრო სწრაფად და გამარტივებულად მიიღონ სახელმწიფო სერვისები. მისი მიზანია საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება და მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება. ამ საკითხით ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაინტერესდა. ხორვატიაში ვიზიტისას თეა წულუკიანთან შეხვედრაზე ლოვრო კუშჩევიჩმა სურვილი გამოთქვა, უფრო დეტალურად გასცნობოდა ამ სერვისს და გაეზიარებინა საქართველოს გამოცდილება. პასუხად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგას ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვაში დახმარება შესთავაზა და ის საქართველოში დაპატიჟა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატ კოლეგას სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მას იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რაიონების, პატარა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების მცხოვრებთათვის, რათა ისინი გამუდმებით გრძნობდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოსა და მთავრობისაგან.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, აგრეთვე, ელექტრონულ პლატფორმაზე − პორტალ „my.gov.ge“-ზე, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება 408 სახელმწიფო უწყებიდან. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც; ინოვაციური პროექტების მიმართულებით კი, მან ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის სისტემის დანერგვის მნიშვნელობას საკუთრების მართვისა და მიწის უფლებების რეგისტრაციის გამჭვირვალობისა და დაცულობისათვის.
ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი გუშინ მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის თბილისის იუსტიციის სახლსაც დაათვალიერებს. დელეგაცია საქართველოს 13 თებერვალს დატოვებს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


