უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, იური ლუიკთან.
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა 2015 წლიდან დღემდე, იური ლუიკთან თანამშრომლობის შედეგები და ხაზი გაუსვა მის ძალისხმევას საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საკითხში; ასევე, ელჩმა განიხილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.
თეა ახვლედიანმა ესტონურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე საგანგაშო განვითარებების თაობაზე. ამასთან, მან ისაუბრა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პროცესი.
თავდაცვის მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები, მათ შორის ხაზი გაესვა სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას. იური ლუიკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.
მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


