უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
„საქართველო ყველას მიერ აღიარებულია, როგორც წარმატებული და ლიდერი ქვეყანა“-ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო მინისტერიალზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები ბრიუსელში კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ როგორც ევროკავშირმა, ასევე პარტნიორმა სახელმწიფოებმა შეაფასონ განვლილი პერიოდი და დასახონ სამომავლო მიზნები.
მისი განცხადებით საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ხელშესახებ შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრის თქმით საქართველო კვლავ გააგრძელებს ამ მიზნისკენ სვლას და სწორედ ამას ემსახურება ინიციატივა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით.
„საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი და წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. აუცილებელია, რომ ჩვენ ყველამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა განვლილი პერიოდიდან და სწორი დასკვნების საფუძველზე განვსაზღვროთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია საქართველო, მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევებისა, კვლავინდებურად , უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მცდელობებს და რეფორმებს, რათა ქვეყანა მოვამზადოთ ჩვენი საბოლოო მიზნისთვის“,-განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელში დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული იქნა საიუბილეო ხასიათის განცხადება, იქ აუცილებლად მოხდება ინიციატივის 10 წლის შეფასება და ბუნებრივია აღნიშნული იქნა მიღწეული პროგრესიც, ასევე სამომავლო პრიორიტეტები.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს და ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს და აღნიშნა, რომ საქართველო, ევროკავშირთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უვიზო მიმოსვლის არასწორი გამოყენების შემთხვევები და იქიდან მომდინარე რისკები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 13-14 მაისს ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


