უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
საქართველო ყოველდღიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი
საქართველო მართლაც არის წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორუმსა და ფორმატებში, აქედან გამომდინარე, ის, რასაც ვისმენთ ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს საქართველოს საკითხი გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, არის პოლიტიკური მანიპულაციები, ხოლო რეალობა არის განსხვავებული,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჰელსინკში ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველო ფართოდ არის წარმოდგენილი. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მინისტერიალი დაამტკიცებს გენერალური მდივნის ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ, ასევე, მხედველობაში მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც საუბარია ყველა იმ მწვავე საკითხზე, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევია, მათ შორის, საუბარია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ და რაც მთავარია, რუსეთის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
მინისტრის შეფასებით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად დგას. ამ მხრივ, მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიმდინარე კვირას, ბრიუსელში გამართული მაღალი დონის ღონისძიებებზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა და სადაც საქართველოს მიმართ გაკეთდა უაღრესად პოზიტიური შეფასებები და გამოხატული იქნა უპრეცედენტო მხარდაჭერა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შთამბეჭდავ ნიშნულზე, როდესაც პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად, პრაქტიკული ნაბიჯები იდგმება საქართველოს მხარდასაჭერად.
„ამ ერთი კვირის განმავლობაში უმაღლესი დონის შეხვედრებზე, მათ შორის ბრიუსელში, ჰელსინკიში, მოვისმინეთ პოზიტიური შეფასებები საქართველოს შესახებ. რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ დიდ მხარდაჭერა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დღეს ძალიან მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი რეზოლუციები, რომლებიც მიიღება საქართველოსთან დაკავშირებით. ამას მოწმობს, ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში უპრეცედენტო თანამშრომლობა; ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის აქტიური წამოწევა, ადამიანის უფლებების მხრივ მიღებული რეზოლუციები“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, ჰელსინკიში ევროპის საბჭოს 129-ე მინისტერიალში მონაწილეობს.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


