უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
კრისტინ ლაგარდი მამუკა ბახტაძეს - ფინანსთა მინისტრობის დროსაც, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა
ფინანსთა მინისტრობის დროსაც, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, უმშვენიერესი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, - ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობასთან არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ გაუმჯობესდა.
„ჩემთვის ეს ვიზიტი მრავლისმთქმელია. ძალიან მახარებს საქართველოში პირველად ყოფნა. მისი სილამაზე, მისი ხალხი, რესურსები თვალწარმტაცია. მე საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართული ღვინოც დავაგემოვნე და ნამდვილად ვხედავ, რამხელა ხარისხი და კრეატიულობაა ამ ყველაფერში, შენობებსა და არქიტექტურაში. ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილია, რა თქმა უნდა - სოფლის მეურნეობის პროდუქციაც. ფრანგი ვარ და კიდევ რას ვიტყოდი ღვინოზე და კულინარიაზე მეტს. ჩემი მიზანი ამ ვიზიტის ფარგლებში არის ის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქართველებისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის შეიმუშავა. ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ვართ მთავრობის პარტნიორები და ქვეყანას ვეხმარებით იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს უკეთეს მაჩვენებლებზე გაიყვანს. ეს მუშაობა, რაც საქართველოში ტარდება სხვებისთვის შესაშურია. ჩვენ ერთად შევეცდებით დეფიციტის შემცირებას და თქვენს გუნდთან ერთად, ჩვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ბევრი რეფორმა განხორციელდა საქართველოში და ბევრი რამ გაუმჯობესდა, ბევრი მაჩვენებელი არის გაზრდილი და ბევრი რამ არის აღიარებული, ბევრი უწყება დახვეწილია. მაგრამ, ჩვენი პარტნიორობა, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში პრიორიტეტების მიხედვით ყოველდღიური ურთიერთობა, ყველაფერი, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ, გათვლილია წარმატებასა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება, ეს ტერმინები ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკა არის ის სტიმული, რაც საქართველოში მეტ ინვესტორს ჩამოიყვანს. ის არის სტაბილურობის გარანტი. ეს ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი და სამუშაო ადგილების შემქმნელი დარგები არის ის, რასაც განვითარებისგან ხალხი ელის“, - აღნიშნა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


