უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
პოლიტიკა
ოპოზიციამ უნდა დაასრულოს გადაბრალების პოლიტიკა და გააანალიზოს მარცხი - ხათუნა ლაგაზიძე
ფაქტია რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვერ ახერხებს საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებას, მეორე კი ხელისუფლებასთან გარიგებას არჩევს. ჯერჯერობით არც ახალი და კარგად ორგანიზებული პოზიტიური ძალები ჩანან, არადა ამომრჩევლის 50% მათ მოლოდინშია , - ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ოპოზიციამ უნდა დაასრულოს გადაბრალების პოლიტიკა და გააანალიზოს მარცხი.
რეალობა ასეთია: 1. კვირის არჩევნები არა მარტო ნაცების და შეიძლება არა იმდენად ნაცების, არამედ სრულიად ოპოზიციის მარცხი იყო, რადგან მთაწმინდის გარდა ვერც ერთ საარჩევნო ოლქში ამდენმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად ვერ შეძლო ისეთი რაოდენობის ოპოზიციური ამომრჩევლის უბნებზე გამოყვანა, რომ ხელისუფლება მეორე ტურში გადაეყვანა. ეს იყო ამომრჩევლის საყოველთაო პროტესტი ოპოზიციას.
2. ოპოზიცია მთაწმინდაზე მეორე ტურშიც არ და ვერ ახერხებს გაერთიანებას, რაც იმის ნიშანია, რომ 2020-შიც ოპოზიცია არჩევნებზე დაქსაქსული გავა და მაჟორიტარულ ოლქებშიც ბეეევრი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი, რაც ხელისუფლებისთვის მირთმეული საჩუქარია, ასევე აჩენს იმის განცდას, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში მოსახვედრად უმოკლეს გზად ხელისუფლებასთან გარიგება მიაჩნია, თუმცა ბევრისთვის ფუჭი აღმოჩნდება ეს ილუზია;
3. დღემდე სრულიად ოპოზიცია ვერ ახერხებს ორი თვის წინ დაანონსებულ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის აქციის დაორგანიზებას, რომელიც რეალურად შეიძლებოდა ოპოზიციისთვის საერთო სახალხო კარდაკარი გამხდარიყო და გამარჯვებაც მოეტანა.
ფაქტია რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვერ ახერხებს საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებას, მეორე კი ხელისუფლებასთან გარიგებას არჩევს. ჯერჯერობით არც ახალი და კარგად ორგანიზებული პოზიტიური ძალები ჩანან, არადა ამომრჩევლის 50% მათ მოლოდინშია.
სიმპტომები კიდევ ბევრია.
ამ დროს: 1. კვირის არჩევნებით ხელისუფლებამ მოიპოვა შეუადარებელი ფსიქოლოგიური უპირატესობა, ისეთი როგორიც არ ქონია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც კი; 2. ზუგდიდში სადაც რეალურად გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში; 3. ვისაც ნდიაის კვლევების სჯერა, მათთვის სწორედ „ოცნებას“ ჰყავს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე რეიტინგული ფიგურა - კახი კალაძე; 4. აღარაფერს ვამბობ „ოცნების“ შეუზღუდავ ადმინისტრაციულ და ფულად რესურსებზე.
ჰოდა, ამ სიტუაციაში საინტერესოა თუ შერჩა ოპოზიციას უნარი გადაიაზროს, რაც სჭირს, რატომ სჭირს თუ შეეგუება „ოცნების“ მესამე ვადით დარჩენას ხელისუფლებაში?!“ - დაწერა ხათუნა ლაგაზიძემ.
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


