უახლესი ამბები
- 18.12.2025 20:10ამერიკელებმა უნდა შეწყვიტონ გულისამაჩუყებელი გარიგებების დადება რუსეთსა და ამერიკას შორის -ბორის ჯონსონი
- 18.12.2025 16:49საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა
- 18.12.2025 15:1819-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
- 18.12.2025 15:15ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
- 18.12.2025 14:28სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა
- 18.12.2025 13:32რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებასთან თანხვედრაში არ არის - გიტანას ნაუსედა
- 18.12.2025 13:22ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალი 20 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურის, მესტიისა და გოდერძის კურორტებზე საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი
- 18.12.2025 13:15გამოძიება ჩატარდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ევროპარლამენტში კიდევ ქიმიურ იარაღზე საუბრობენ, რაზეც უკვე თუთიყუშიც კი იცინის -შალვა პაპუაშვილი
- 18.12.2025 13:03საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის
- 18.12.2025 11:49კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „აიპლიუსის“ მიერ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა
არქივი
საზოგადოება
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112 - ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.
შეტყობინებები, ასევე, შემოვიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა.
ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორნიგი. სიტუაცია თბილისი მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა
18 დეკემბერი, 2025 , 16:49
19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
18 დეკემბერი, 2025 , 15:18
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
18 დეკემბერი, 2025 , 13:46
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის
18 დეკემბერი, 2025 , 13:03
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „აიპლიუსის“ მიერ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა
18 დეკემბერი, 2025 , 11:49
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა
18 დეკემბერი, 2025 , 11:30


