უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 იანვარი, 2022 15:29
font-size

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უპირველეს ყოვლისა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომა უკრაინის საკითხზე საუბრით გახსნა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახალი ომი არ დაუშვან.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უპირველეს ყოვლისა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, სიტყვა, საქმე უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში. აქ მნიშვნელოვანია და კრიტიკული დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

`ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს` - საქართველოს ელჩი საფრანგეთში თანამდებობას ტოვებს

9 მაისი, 2024 , 16:55

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ უკვე მიმართა უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება: "ჩემი დ

საით მიდიხარ, საქართველო? - ტოივო კლაარი

9 მაისი, 2024 , 16:35

ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე დაფუძნებული უნდა იყოს, სადაც „ხალხის მტრების“ სიების და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის, - ამის შესახებ ევ

რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით და ეს გარდაუვალია - თინა ბოკუჩავა

9 მაისი, 2024 , 16:11

გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებულ

ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, ჩვენ, პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დავგმოთ - კახა კალაძე

9 მაისი, 2024 , 14:09

ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. ჩვენ, პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და დავგმოთ, – ამის შესახებ თბ

ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა-არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

9 მაისი, 2024 , 13:06

ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი, ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ,- ასე

სხვა მეტი რა არის საჭირო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გამო საბოლოოდ დაასანქციროთ - ევროპარლამენტარი

9 მაისი, 2024 , 12:49

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი  ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი