social media
2026-04-03 | 17:01
ლოყააწითლებულებს ახლა სხვა რამეს აუწითლებენ - ნიკა გვარამია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
„ლოყააწითლებულებს ახლა სხვა რამეს აუწითლებენ, ვატყობ: ბევრი წყაროს ცნობით, კორუფციაზე დაჭერას უპირებენ ბესელიას და დგებუაძეს. სამსახურიდან უკვე გაუშვეს ბესელია და პროკურატურაში დაკითხვაზეც იბარებენ. დგებუაძეს ყველაფერი წინ აქვს”.
ცნობისთვის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია, რომელიც 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.