“კალაძე დღეს პრაქტიკულად გადადგა“
ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:
“კალაძე დღეს პრაქტიკულად გადადგა.
ღატაკი ხალხის ლუკმის მოპარვაზე კითხეს და მეო, ჩემს თავზე ვარ პასუხისმგებელიო, დღეს შვილზეც ვერ იქნები პასუხისმგებელიო.
გაგიჟება შეიძლება, ახლა ამას ჰგონია, რომ თანამშრომელზე პასუხისმგებლობას სთხოვს ვინმე?
არა, გენაც, აქ საუბარია თანამშრომელთა მუშაობის ხარისხის კონტროლზე, ამ კონტროლის პასუხისმგებლობაზეა საუბარი – თუ ვერ აკონტროლებ მუშაობის ხარისხს, კი არ მუშაობ მაშინ, – თამაშობ, ოღონდ, შენთვის ისიც და არა გუნდურად.
პირდაპირ ხარ პასუხისმგებელი მაგ უწყების გამართულ მუშაობაზე და თუ აღიარებ, რომ ვერ აკონტროლებ კი არა, არც აკონტროლებ, რადგან გგონია, თურმე, რომ შენ არც კი გევალება ეგ, ესე იგი, არავინ ხარ, მერი კი არა, შენობის დარაჯთა უფროსიც არ ხარ.
წარმოუდგენელია.
ტიპმა თქვა, რომ მერის საკეთებელს არ აკეთებს...
პრაქტიკულად, მერი არ გვყავს დედაქალაქში და თან "ბედნიერი მერია", როგორც იმ ცნობილ ლექსში, კი”.