Society
    2026-04-09 | 08:11

    9 აპრილის მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა

    9 აპრილის მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა

    9 აპრილის მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მივიდნენ.

    მათ გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან მოჰყვა შეძახილები: „რუსებო“, „ქვეყნის გამყიდველებო”, „მონებო!“

    ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, რის შემდეგაც ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.