Commentary
    2026-04-09 | 12:35

    დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატიმრების გათავისუფლებაზე: „შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ შეიძლება განგვეღოს“

    დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატიმრების გათავისუფლებაზე: „შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ შეიძლება განგვეღოს“

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს.

    „არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბრები ამაზე. ახლა უბრალოდ გესმით, ასეთი დღეებია. წინ გვაქვს სინოდი ჩასატარებელი, გვაქვს გაფართოებული კრება ჩასატარებელი, ამიტომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას, ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით.

    ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც.

    შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ შეიძლება განგვეღოს“,- განაცხადა დეკანოზმა.

    ცნობისთვის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ 31 დეკემბერს, ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ ეთერში განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან სამჯერ უკვე დააყენეს, თუმცა საკითხს მსვლელობა არ მიეცა.