Society
    2026-04-10 | 07:14

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება – დაწესდა დროებითი მარშრუტებიც. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 12-13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი ამოქმედდა და აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს 8:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

    მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ “მარჯანიშვილის”, “დელისის”, “სარაჯიშვილის”, “ვარკეთილის”, “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიიდან და “დიდუბის” ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

    განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის თბილისის მეტროც. აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს - 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

    Related Articles
    Announcement - June 15
    2026-06-15 | 05:28
    Announcement - June 15

    Daily Calendar - June 15
    2026-06-15 | 05:20
    Daily Calendar - June 15

    Announcement - June 12
    2026-06-12 | 06:17
    Announcement - June 12

    Daily Calendar - June 12
    2026-06-12 | 06:11
    Daily Calendar - June 12