Society
    2026-04-10 | 07:54

    ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის - მეუფე იობი

    ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის - მეუფე იობი

    ჩვენ გვეყოლება მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის, - ამის შესახებ თქვა ამბიონიდან ქადაგებისას ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა.

    ქადაგებას ესწრებოდა დავით ბაგრატიონი, შვილთან ერთად.

    „ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია, ბაგრატიონთა. ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო. როდესაც მოხდება ეს მოვლენა, ჩვენ მოვესწრებით ამას, ჩვენი ერი გაიხარებს.

    ლოცვა დაიბეჭდა, მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებულები ხართ თითოეულმა თქვენთაგანმა ილოცოს, როგორც იქნება ღვთის ნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ვიღაცისთვის კი არ ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რათა ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და სულიერად გააბრწყინებს“,- თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა.

    ფოტო TV პირველი.