World
    2026-04-10 | 15:33

    მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა- დონალდ ტრამპი

    მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა- დონალდ ტრამპი

    მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

    დონალდ  ტრამპმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რომელიც 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშია დაგეგმილი.

    აშშ-ის პრეზიდენტი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, რომელიც პაკისტანში უკვე გაემგზავრა.

    ვენსი გახდება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც 1979 წლის შემდეგ ირანთან მოლაპარაკებებს გამართავს.