Society
2026-04-11 | 11:20
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის მომლოცველები საქართველოდანაც არიან.
წმინდა ცეცხლი თბილისში საღამოს ჩამოვა. აერიოპორტიდან საპატრიარქოს დელეგაცია წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ. სამებიდან კი ის მთელს ქვეყანაში გავრცელდება.
წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
Related Articles
2026-07-03 | 05:32
Daily Calendar - July 32026-07-02 | 05:48
Unified National Exams Begin in Georgia2026-07-02 | 05:40
Announcement - July 22026-07-02 | 05:34
Daily Calendar - July 2