Politics
2026-04-13 | 06:33
ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის - ირაკლი კობახიძე
ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება", - წერს კობახიძე.
Related Articles
2026-05-26 | 13:18
Donald Trump congratulates Mikheil Kavelashvili on May 26