Politics
    2026-04-20 | 10:06

    „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყანაში ოლიგარქიული, ნეომონარქიული მმართველობა გააფორმოს, ივანიშვილის ოჯახს მთელი ქვეყანა გაუფორმოს - ლაშა ფარულავა

    „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყანაში ოლიგარქიული, ნეომონარქიული მმართველობა გააფორმოს, ივანიშვილის ოჯახს მთელი ქვეყანა გაუფორმოს - ლაშა ფარულავა

    „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. აკრძალვის მიზეზი არა ალიანსი და რომელიმე პოლიტიკური პარტიაა, არამედ „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყანაში ოლიგარქიული, ნეომონარქიული მმართველობა გააფორმოს, ივანიშვილის ოჯახს მთელი ქვეყანა გაუფორმოს , - aმის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

    „ერთადერთი, ვინც საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, „ქართული ოცნებაა“. კონსტიტუციის 78-ე მუხლი თავზე დაგვამხო. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა იმ პოლიტიკური ძალების, ოპონენტების აკრძალვა, რომლებიც  წინააღმდეგობას უწევენ. საკონსტიტუციო სარჩელი და მისი გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს. ეს განცხადება ამის იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს.

     არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქვეყანაში არანაირი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა, რომელიც შედეგს მოიტანს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

     „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. აკრძალვის მიზეზი არა ალიანსი და რომელიმე პოლიტიკური პარტიაა, არამედ „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყანაში ოლიგარქიული, ნეომონარქიული მმართველობა გააფორმოს, ივანიშვილის ოჯახს მთელი ქვეყანა გაუფორმოს. ამას ემსახურება ეს ნაბიჯი. დემოკრატიული წესწყობილების ცვლილებას და, ფაქტობრივად, იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. სარჩელში თუ აქამდე ოთხი პარტია იყო, ახლა სხვა პარტიებიც დაემატება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

    ცნობისთვის, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.