Politics
    2026-04-21 | 13:02

    მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

    მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

    „„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

    ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის N20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“;

    ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის თანახელმოწერა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.